იმუნიტეტები

იმუნიტეტები
ფლობდე იმუნიტეტს, გულისხმობს არ ექვემდებარებოდე სხვის ძალაუფლებას (უფლებამოსილებას). ჰოუფილდის ანალიზში იმუნიტეტებს შეესაბამებათ უფლებამოსილებები, ისევე როგორც მოთხოვნის უფლებებს – თავისუფლების უფლებები. ფლობდე თავისუფლების უფლებას, ნიშნავს იყო თავისუფალი სხვისი მოთხოვნის უფლებისაგან. ფლობდე იმუნიტეტს, ნიშნავს იყო თავისუფალი სხვისი უფლებამოსლებისაგან. ამდენად, იმუნიტეტის საპირისპიროა პასუხუსმგებლობა, ხოლო კორელატივი უუნარობა, ანუ შუძლებლობა: თუ ა ფლობს იმუნიტეტს, ბ-ს აქვს კორელატიური უუნარობა, ანუ არ გააჩნია უფლებამოსილება. იმუნიტეტების ყველაზე ნათელი მაგალითებია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. მაგალითად, შეერთებული შტატების კონსტიტუცია გარკვეულ საკითხთა წრეს ტოვებს კონგრესის კომპეტენციის მიღმა და ამით იმუნიტეტებს ანიჭებს აშშ-ს მოქალაქეებს ამ საკითხებში. თუ კონგრესი შეეცდება მიიღოს კანონი, რომელიც, უზენაესი სასამართლოს აზრით, იჭრება ამ იმუნიტეტების სფეროში, ეს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება. იგი დაკარგავს ძალას იმიტომ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება გადააჭარბებს იმ საზღვრებს, რომლებსაც მას კონსტიტუცია ანიჭებს. ამდენად, ამერიკის მოქალაქეები გარკვეული უფლებებით, როგორიცაა სიტყვის, პრესის, რელიგიის და თავისუფლად შეკრების თავისუფლება, სარგებლობენ ჩამოყალიბებული კონსტიტუციური იმუნიტეტების სახით. თუმცა, იმუნიტეტები შეიძლება უფრო პატარა მნიშვნელობის უფლებებსაც მოიცავდნენ. თუ მე ვფლობ ქონებას და, შესაბამისად, უფლებამოსილებას გავყიდო იგი, მე ასევე მაქვს უფლება (რაც არის იმუნიტეტი), რომ იგი არ გაიყიდოს სხვის მიერ. ისეთ საზოგადოებაში, როგორიცაა ირლანდია, სადაც ბოლო დრომდე არ არსებობდა სამართლებრივი დებულება განქორწინების შესახებ, ადამიანები მოკლებულნი იყვნენ განქორწინების უფლებას, მაგრამ ამავე დროს ისინი სარგებლობდნენ უფლებით არ განქორწინებულიყვნენ, ანუ სარგებლობდნენ გაყრისაგან იმუნიტეტით მათი პარტნიორთა მხრიდან. იმუნიტეტები, თავისუფლებების მსგავსად, არსებობენ იმდენად, რამდენადაც არ არსებობენ საპასუხო უფლებამოსილებები. ამიტომ, ისევე როგორც თავისუფლებები, ისინი ღია კატეგორიას წარმოადგენენ, ანუ არ ამოიწურებიან რაიმე კონკრეტული ჩამონათვალით.
Source: თავისუფლება № 2(14) თებერვალი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-200წ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»